საქართველოს ეროვნული ნაკრების დამრიგებლის, ვილი სანიოლის ასისტენტმა, დევიდ უებმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა:
"ეს ბიჭი საკმაოდ თავმდაბალია, ის საქართველოში ყველას უყვარს და ქვეყნის მთავარი კაცია."
"რაც საქართველოს ნაკრებში ვმუშაობ, მან უკვე 6 მატჩი ჩაატარა და ნათლად ვხედავ თუ რამხელა პოტენციალი აქვს."
"ეჭვი არ მეპარება, რომ კვარაცხელიას სიტიში ან ლივერპულში თამაში მაღალ დონეზე შეუძლია, რისი სურვილიც ფეხბურთელს თავადაც აქვს", - ამბობს დევიდი