უეფამ ფუტსალში საქართველო მორიგ ჯერზე დასაჯა და პორტუგალიასთან მოგება ტექნიკურ წაგებად ჩაუთვალა.
საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს 2024 წლის ჩემპიონატის შესარჩევში პორტუგალიასთან მოგებულ შეხვედრაში (2-1) 2 ბრაზილიელი ლეგიონერი ათამაშა, რაც უეფას რეგლამენტის 38-ე მუხლის დარღვევა აღმოჩნდა.
რეგლამენტის დარღვევისთვის საქართველოს ნაკრებს მოგება გაუუქმეს და ოქმში 0-5 მარცხი ჩაუწერეს, რის გამოც ქვეყანამ პლეიოფში თამაშის შანსი დაკარგა.
სამწუხაროდ, ამის შედეგად უეფას რეიტინგში მე-9 ადგილზე დაწინაურებული საქართველოს ნაკრები მე-17 ადგილზე დაქვეითდა.