ქართულ მედიაში ეროვნული ნაკრების ყოფილი კალათბურთელის, ანატოლი ბოისას კომენტარი ვრცელდება, რომელსაც ის საქართველოს ახალ დამრიგებელზე აკეთებს:
"როდესაც ახალი მწვრთნელის ჩამოყვანაზე მუშაობ, ბუნებრივია, რომ სხვადასხვა სპეციალისტს ეკითხები აზრს ამა თუ იმ მწვრთნელზე. რამდენიმესთან მქონდა საუბარი ალეკსანდრ ძიკიჩზე, ყველამ ერთნაირად დამიხასიათა – ძალიან მაღალი დონის სპეციალისტიაო."
"მსოფლიო ჩემპიონ გერმანიის ნაკრების მთავარ მწვრთნელთან, გორდონ ჰერბერტთან ხშირი მიმოწერა მაქვს. როდესაც საქართველოს ნაკრებში ძიკიჩის დანიშვნის გაიგო, მომწერა – ძალიან კარგი არჩევანი გააკეთეთ, გილოცავთო", - მოჰყვას მისი სიტყვები საზოგადოებრივ მაუწყებელს
ცნობისთვის, თებერვალში ნაკრები ევროპის 2025 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში ჩაერთვება, ხოლო ივლისში ოლიმპიადის შესარჩევს ითამაშებს.