"ხვიჩას უკან დაბრუნება ვთხოვე, ის კი დამეთანხმა" - სპალეტის კომენტარი "რეინჯერსთან" მატჩის შემდეგ » სპორტის ხაზი

"ხვიჩას უკან დაბრუნება ვთხოვე, ის კი დამეთანხმა" - სპალეტის კომენტარი "რეინჯერსთან" მატჩის შემდეგ

"ხვიჩას უკან დაბრუნება ვთხოვე, ის კი დამეთანხმა" - სპალეტის კომენტარი "რეინჯერსთან" მატჩის შემდეგ
27-10-2022, 14:15
Aa Aa
გაზიარება:

გუშინ, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე "ნაპოლიმ" სახლში "რეინჯერსი" მიიღო და ანგარიშით 3:0 სძლია.

აღსანიშნავია, რომ ამ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია ქართველ ფეხბურთელს, ხვიჩა კვარაცხელიას.

ამ თემასთან დაკავშირებით, ლუჩანო სპალეტიმ მატჩის შემდეგ მედიასთან ისაუბრა და განაცხადა.

"საოცარი გუნდური სულისკვეთება გვაქვს, ყველა ფეხბურთელი ვარჯიშზე ბოლომდე იხარჯება, შემდეგ კი, როცა მოედანზე შედიან, თავიანთ შესაძლებლობებს მაქსიმალურად აჩვენებენ. მარადონას რეკორდის გაუმჯობესება? ვფიქრობ, დიეგო ამ გუნდით იამაყებდა.

რაც შეეხება ხვიჩას, მის შემოყვანას ბოლო 15 წუთში ვაპირებდი. ამასთან ერთად, ბურთის დაჭერაც გვჭირდებოდა, დავუძახე კიდევაც, თუმცა, როდესაც ოსტიგარდმა მესამე გოლი გაიტანა, უკან დაბრუნება ვთხოვე, ის კი დამეთანხმა"
- განაცხადა იტალიელმა სპეციალისტმა.

შეგახსენებთ იმასაც, რომ პარტენოპეი მომდენო შეხვედრას ჩემპიონთა ლიგაზე 2 ნოემბერს, "ლივერპულის" წინააღმდეგ გამართავს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი