დინამო თბილისი ახალი სეზონისთვის მზადებას თურქეთში განაგრძობს - როგორია თურქული შეკრება 2024? » სპორტის ხაზი

დინამო თბილისი ახალი სეზონისთვის მზადებას თურქეთში განაგრძობს - როგორია თურქული შეკრება 2024?

დინამო თბილისი ახალი სეზონისთვის მზადებას თურქეთში განაგრძობს - როგორია თურქული შეკრება 2024?
16-01-2024, 23:31
Aa Aa
გაზიარება:

ხუთი დღეა რაც დედაქალაქური დინამო დიღმის ბაზაზე შეიკრიბა და ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო. ანდრეს კარასკოს გუნდი 27 იანვრამდე თბილისში გაივლის შეკრებას და ორ ტესტ მატჩს გამართავს - 20 იანვარს ლოკომოტივთან, ხოლო 25 იანვარს თელავთან.

27 იანვრიდან მზადების მეორე ეტაპს დინამო თურქეთში გაივლის, სადაც 20 თებერვლამდე დარჩება და ხუთ ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებს. 31 იანვარს პრაღის ბოჰემიანსს (ჩეხეთი), 4 თებერვალს კი ლუჰანსკის ზორიას (უკრაინა) დაუპირისპირდება , 8 თებერვალს წინააღმდეგობის გაწევას ლატვიური ვალმიერა შეეცდება, 13 თებერვალს კიევის დინამო (უკრაინა), ხოლო დასკვინითი სპარინგი 19 თებერვალს, მოლდოვურ ბელცისთან შედგება.

დინამო თურქული შეკრებიდან თბილისში დაბრუნდება და ჩემპიონატის გახსნამდე, რომელიც 1 მარტსაა დაგეგმილი, ადგილზე მოემზადება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.