რომელი ლეგენდის შვილმა უნდა ჩაანაცვლოს მამარდაშვილი ვალენსიაში » სპორტის ხაზი

რომელი ლეგენდის შვილმა უნდა ჩაანაცვლოს მამარდაშვილი ვალენსიაში

რომელი ლეგენდის შვილმა უნდა ჩაანაცვლოს მამარდაშვილი ვალენსიაში
11-01-2024, 16:00
Aa Aa
გაზიარება:

ბოლო პერიოდში სულ უფრო და უფრო მეტი იწერება იმის შესახებ, რომ უახლოეს მომავალში ვალენსიამ ფინანსური კრიზისის დასარეგულირებლად რამდენიმე მოთამაშე უნდა გაყიდოს, პირველი მათგანი კი სიაში გიორგი მამარდაშვილია.

საქართველოს ნაკრების კარის დარაჯი ესპანურ კლუბში შესანიშნავად გამოიყურება, მისი დამაჯერებლობა კი სატრანსფერო ღირებულებაზე პირდაპირ აისახება.

როგორც Elgoldigital-მა დაწერა, ვალენსიას მამარდას გასხვისებაზე თვალი დიდი ხანია დადგმული აქვს, მის შემცვლელად კი ამავე კლუბის ლეგენდის, სანტიაგო კანისარესის შვილს მოიაზრებენ.

ლუკას კანისარესი კარიერას მადრიდის რეალის ახალგაზრდულ ფრთაში იწყებდა, ახლა კი ის კასტილიის მეკარეა და რაულ გონსალესთან ერთად ვარჯიშობს. ბოლო ინფორმაციით, მამარდაშვილის ვალენსიიდან წასვლის შემდეგ გუნდის ახალი მეკარე სწორედ ლუკასი უნდა გახდეს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი