მესის ბენეფისი გუშინდელ მატჩში- რამდენი გოლი აშორებს არგენტინელს ჩემპიონთა ლიგაზე კრიშტიანუს რეკორიდის გაუმჯობესებამდე? » სპორტის ხაზი

მესის ბენეფისი გუშინდელ მატჩში- რამდენი გოლი აშორებს არგენტინელს ჩემპიონთა ლიგაზე კრიშტიანუს რეკორიდის გაუმჯობესებამდე?

მესის ბენეფისი გუშინდელ მატჩში- რამდენი გოლი აშორებს არგენტინელს ჩემპიონთა ლიგაზე  კრიშტიანუს რეკორიდის გაუმჯობესებამდე?
26-10-2022, 21:00
Aa Aa
გაზიარება:

გუშინ, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ერთმანეთს "პსჟ" და "მაკაბი ჰაიფა" დაუპირისპირდნენ. მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით 7:2 დასრულდა.

ამ შეხვედრაში ფრანგული კლუბის რიგებში გამორჩეული იყო ლეონელ მესი. არგენტინელმა "ჰაიფასთან" შეხვედრაში 2 გოლს პლუს ორი საგოლე გადაცემა მიითვალა და მსოფლიოს ყველზე პრესტიჟულ ტურნირზე კრიშტიანუ რონალდუს რეკორდს უფრო მიუახლოვდა.

35 წლის ჯადოქრისთვის "მაკაბის" წინააღმდეგ გატანილი გოლი 129 - ე აღმოჩნდა ჩემპიონთა ლიგაზე. შეგახსენებთ იმასაც, რომ ამ ტურნირის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი კრიშტიანუა, რომელსაც 140 გოლი აქვს გატანილი.

აქვე გეტყვით, რომ "პსჟ" მომდევნო შეხვედრას ჩემპიონთა ლიგაზე, ტურინის "იუვენტუსის" წინააღმდეგ გამართავს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი