"ამჯერად მათ წარმატებებს ვერ ვუსურვებ..." - კიტეიშვილი ქართველების კლუბთან მომავალ დაპირისპირებაზე » სპორტის ხაზი

"ამჯერად მათ წარმატებებს ვერ ვუსურვებ..." - კიტეიშვილი ქართველების კლუბთან მომავალ დაპირისპირებაზე

"ამჯერად მათ წარმატებებს ვერ ვუსურვებ..." - კიტეიშვილი ქართველების კლუბთან მომავალ დაპირისპირებაზე
6-01-2024, 16:47
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ავსტრიული გრაცის "შტურმის" ფეხბურთელის, ოთარ კიტეიშვილის, კლუბს კონფერენსლიგის 1/16-ფინალში მეტოქედ ბრატისლავის "სლოვანი" ერგო, სადაც გურამ კაშია და ჯაბა კანკავა ასპარეზობენ, სათავეში კი საქართველოს ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი, სლოვაკი სპეციალისტი ვლადიმირ ვაისი უდგათ.

ოთარ კიტეიშვილისთვის სლოვაკურ გუნდთან მატჩები, რომლებიც 15 და 22 თებერვალს გაიმართება, განსაკუთრებული მნიშვნელობისაა. 27 წლის ქართველი ნახევარმცველი, რომელიც ახალი წლის დადგომას სამშობლოში შეხვდა, ავსტრიაში უკვე დაბრუნდა.

"სლოვანის მწვრთნელი ვლადიმირ ვაისი საქართველოს ეროვნულ გუნდს ოთხი წლის განმავლობაში წვრთნიდა და მასთან ბრწყინვალე ურთიერთობა მაქვს. მას უყვარს ქართველი ხალხი და ამავდროულად, საქართველოშიც ყველას უყვარს ის.

მცველი გურამ კაშია და ნახევარმცველი ჯაბა კანკავა საქართველოს ნაკრების ლეგენდარული კაპიტნები არიან. ორივე მათგანი ეროვნულ გუნდში ასზე მეტ მატჩს ითვლის. ცოტა დასანანია, რომ ამჯერად მათ წარმატებებს ვერ ვუსურვებ, მაგრამ მოუთმენლად ველოდები მათ წინააღმდეგ თამაშის შესაძლებლობას"
- ამბობს ქართველი "მაესტრო".

ოთარ კიტეიშვილმა მიმდინარე სეზონში გრაცის შტურმის ღირსება ყველა ტურნირის 20 მატჩში დაიცვა, გაიტანა 4 გოლი და მიითვალა 5 საგოლე პასი. გუნდი სეზონს 2 თებერვალს, ავსტრიის თასზე "აუსტრია ვენასთან" მატჩით განაახლებს, 9-ში კი ავსტრიის ბუნდესლიგის მორიგ ტურში სტუმრად "ზალცბურგს" ეთამაშება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი