"უპირატესობას სხვებს ვანიჭებ" - ლოჩოშვილის მწვრთნელი ქართველზე საუბრობს » სპორტის ხაზი

"უპირატესობას სხვებს ვანიჭებ" - ლოჩოშვილის მწვრთნელი ქართველზე საუბრობს

"უპირატესობას სხვებს ვანიჭებ" - ლოჩოშვილის მწვრთნელი ქართველზე საუბრობს
4-01-2024, 19:13
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და იტალიური "კრემონეზეს" მცველმა, ლუკა ლოჩოშვილმა, მიმდინარე სეზონში იტალიური გუნდის ღირსება სულ 10 თამაშში დაიცვა.

გასულ ღამეს, კრემონელები "რომას" ესტუმრნენ, სადაც შეხვედრა 1:2 დათმეს. ქართველმა მცველი მწვრთნელმა სათადარიგოთა სკამზე დატოვა.

"მას ბევრ ასპექტში გაუმჯობესება სჭირდება, მათ შორის, ბურთის ფლობის მხრივაც. უპირატესობას სხვა მოთამაშეებს ვანიჭებ და ვიღებ ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც ჩემი აზრით, გუნდისთვის უკეთესია" - თქვა იტალიელმა სპეციალისტმა ნამატჩევს იტალიურ მედიასთან საუბარში.

"კრემონეზეს" 19 ჩატარებულ შეხვედრაში 32 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილს იკავებს. გუნდი მომდევნო თამაშში 14 იანვარს, "კოზენცას" უმასპინძლებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.