ვალენსიური დერბი მოიგეს - რა შეფასება მიიღო მამარდაშვილმა ვილიარეალთან » სპორტის ხაზი

ვალენსიური დერბი მოიგეს - რა შეფასება მიიღო მამარდაშვილმა ვილიარეალთან

ვალენსიური დერბი მოიგეს - რა შეფასება მიიღო მამარდაშვილმა ვილიარეალთან
3-01-2024, 11:35
Aa Aa
გაზიარება:

ესპანეთის ჩემპიონატის მე-19 ტურში გიორგი მამარდაშვილის ვალენსიამ ვილიარეალს უმასპინძლა და მატჩი მასპინძლების სოლიდური გამარჯვებით დასრულდა, - 3:1.

როგორც უკვე ჩვეული წესია, ვალენსიას კარს ქართველი მეკარე იცავდა, რომლის ანგარიშზეც შეხვედრის ბოლოს 3 მოგერიება გახლდათ.

რაც შეეხება მამარდაშვილის შეფასებას, მას 7.0 სარეიტინგო ქულა დაუწერეს, მატჩის საუკეთესო მოთამაშე კი ვალენსიას რიგებში დუბლის ავტორი პეპელუ გახდა, - 9.1.

ცნობისთვის, ამ ეტაპზე ვალენსია ლა ლიგის მე-9 პოზიციას 26 ქულით იკავებს და თუ სეზონის სტარტს გავითვალისწინებთ, მაშინ ბარახას გუნდი ერთ-ერთ ყველაზე პროგრესირებად პროექტად უნდა მივიჩნიოთ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.