"შესანიშნავი მეკარე და მისაბაძი ადამიანია" - Elgoldigital მამარდაშვილზე » სპორტის ხაზი

"შესანიშნავი მეკარე და მისაბაძი ადამიანია" - Elgoldigital მამარდაშვილზე

"შესანიშნავი მეკარე და მისაბაძი ადამიანია" - Elgoldigital მამარდაშვილზე
31-12-2023, 12:56
Aa Aa
გაზიარება:

რამდენიმე საათის წინ ესპანურმა Elgoldigital-მა გიორგი მამარდაშვილის შესახებ საქებარი სტატია გამოაქვეყნა, სადაც ვკითხულობთ, რომ ქართველი როგორც შესანიშნავი მეკარე, ისე ვალენსიას ახალგაზრდებისთვის მისაბაძი ადამიანია:

"გიორგი მამარდაშვილს ზრდაში ეხმარება ის, რომ მას საკვანძო და დიდ მატჩებში კარების მშრალად შენახვა შეუძლია. მისი ასეთი თავდაჯერებულობა და სიმშვიდე კარგად მოქმედებს მთლიანად გუნდზეც, რომელიც უფრო მეტად კონცენტრირდება შეტევაზე, რადგან იცის, რომ კარში ყველაფერი საიმედოდაა."

"გიორგის ვალენსიურ 74 თამაშში 21 მშრალი კარი აქვს ანგარიშზე, მისი ბოლოდროინდელი პროგრესი კი მის სატრანსფერო ფასზეც აისახება. გარდა იმისა, რომ გიორგი საფეხბურთო კომპონენტებით დაიხვეწა, ის ასევე მისაბაძ ადამიანად ითვლება, რაც ვალენსიას ახალგაზრდებზე მშვენიერ გავლენას ახდენს"
, - წერს გამოცემა

ცნობისთვის, ბოლო ხანს გიორგი მამარდაშვილს ლონდონის ჩელსის უკავშირებდნენ, რომელის რობერტ სანჩესის ტრავმის შემდეგ ახალ მეკარეს ეძებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.