ქართველი ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას მამამ, ბადრი კვარაცხელიამ, მედიასთან 21 წლის შემტევის სამომავალო გეგმებზე და შვილის "მანჩესტერ სიტიში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა და განაცხადა.
"ხვიჩა პრემიერ-ლიგაში გადასვლაზე ან კონტრაქტის განახლებაზე ფოკუსირებული არაა. ჭორების მიუხედავად, ნაპოლისა და მანჩესტერ სიტის შორის არაფერი ხდება. ის 100 %-ით ნაპოლიზეა კონცენტრირებული" - თქვა საქართველოს ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა.
ამ ჭორებს ცნობილი სპორტული ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ხვიჩა კლუბს არ შეიცვლის და პარტენოპეიც მის შენარჩუნებას ბოლომდე შეეცდება.
"დიახ კვარაცხელია სიტის დაუკავშირეს, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ მას კლუბი იანვარში არ გაყიდის. მეტსაც გეტყვით - ნაპოლი ხვიჩას ზაფხულშიც არ გაყიდის. მათ კვარაცხელიას შენარჩუნება სურთ და ამისთვის იბრძოლებენ."