"ყველაფერი იდეალურად არ იქნება" - რაფა ნადალი კორტზე ბრუნდება » სპორტის ხაზი

"ყველაფერი იდეალურად არ იქნება" - რაფა ნადალი კორტზე ბრუნდება

"ყველაფერი იდეალურად არ იქნება" - რაფა ნადალი კორტზე ბრუნდება
29-12-2023, 16:42
Aa Aa
გაზიარება:

ლეგენდა ბრუნდება - თითქმის 1-წლიანი იძულებითი პაუზის შემდეგ რაფაელ ნადალი ჩოგბურთს უბრუნდება. "მატადორი" კორტზე ბრისბენის საერთაშორისო ტურნირზე გავა, რომელიც 31 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით ჩატარდება.

"ჩემთვისა ახლა ტურნირების მოგებაზე ფიქრი შეუძლებელია. ერთადერთი რასაც ველოდები ისაა, რომ კორტზე გავიდე და კონკურენტუნარიანი ვიყო. დასაწყისი რთული იქნება, ბოლოს და ბოლოს, ერთი წელი გავიდა, რაც კორტზე არ გავსულვარ. დღეს თავს ბევრად უკეთ ვგრძნობ, ვიდრე ერთი თვის წინ, ინტენსიურად ვვარჯიშობ. ჩემთვის აქ ყოფნა უკვე გამარჯვებაა. მინდა, საკუთარ თავს იმის შესაძლებლობა მივცე, რომ სეზონის განმავლობაში თამაშის ხარისხი გავაუმჯობესო. მე არ ვარ ის მოთამაშე, რომელიც წინასწარ გეგმავს მთლიან სეზონს. ვიცი, რომ თავიდან ყველაფერი იდეალურად არ იქნება" - აცხადებს რაფა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი