La Gazzetta dello Sport: პიოლი "მილანიდან" მიდის - ცნობილია ახალი ფავორიტები » სპორტის ხაზი

La Gazzetta dello Sport: პიოლი "მილანიდან" მიდის - ცნობილია ახალი ფავორიტები

La Gazzetta dello Sport: პიოლი "მილანიდან" მიდის - ცნობილია ახალი ფავორიტები
24-12-2023, 17:43
Aa Aa
გაზიარება:

"მილანი" ამჟამინდელ მთავარ მწვრთნელს, სტეფანო პიოლის სეზონის ბოლოს თანამდებობიდან გაათავისუფლეს და მის შემცვლელად ანტონიო კონტეს, რომელიც ბოლოს "ტოტენჰემს" წინამძღოლობდა, დანიშვნას შეეცდება. ამის შესახებ ინფორმაციას La Gazzetta dello Sport-ი ავრცელებს.

ასევე არაა გამორიცხული კლუბის მთავარი მწვრთნელის პოსტზე ვიხილოთ ვეტერანი მილანელი - ინაციო აბატე, რომელიც ამჟამად ახალგაზრდულ კლუბს წვრთნის.

წყაროს ცნობით, "როსონერის" ხელმძღვანელები პიოლის შუა სეზონში გათავისუფლებას განიხილავდნენ, თუმცა ფეხბურთელებთან გასაუბრების შემდეგ, გადაწყვეტილება შეცვალეს.

"როსონერი" სერია A-ში 33 ქულით მესამე ადგილს იკავებს, ჩემპიონთა ლიგაზე კი ჯგუფში ჩარჩა, საიდანაც მხოლოდ ევროპა ლიგაზე კვალიფიცირება მოახერხა. "სალერნიტანასთან" "მილანი" მარცხს ბოლო წუთზე გადაურჩა, რის შემდგომაც, პიოლის პოზიცია კლუბში კიდევ უფრო არამდგრადი გახდა.

სტეფანო პიოლი "მილანს" 2019 წლიდან უდგას სათავეში და 2022 წელს იტალიის ჩემპიონატი მოაგებინა. მას მანამდე "სალერნიტანაში", "მოდენაში", "პარმაში", "პიაჩენცაში", "სასუოლოში", "კიევოში", "პალერმოში", "ბოლონიაში", "ლაციოში", "ინტერსა" და "ფიორენტინაში" აქვს ნამუშევარი.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.