"ოსიმენი სხვებს ფარავს, მათ შორის ხვიჩასაც" - ენრიკო ფედელე » სპორტის ხაზი

"ოსიმენი სხვებს ფარავს, მათ შორის ხვიჩასაც" - ენრიკო ფედელე

"ოსიმენი სხვებს ფარავს, მათ შორის ხვიჩასაც" - ენრიკო ფედელე
25-10-2022, 13:00
Aa Aa
გაზიარება:

იტალიელმა საფეხბურთო აგენტმა და მენეჯერმა ენრიკო ფედელემ დერბი დელ სოლესა და ნეაპოლური გუნდის თამაშში ვიქტორ ოსიმენის მნიშვნელობაზე ისაუბრა:

"ვიქტორ ოსიმენს შეუძლია, რომ სხვები, მათ შორის კვარაცხელიაც თავისი უსაზღვრო ენერგიითა და ფეთქებადობით დაჩრდილოს. სწორედ ამიტომ, როცა ნიგერიელი ფორვარდი თამაშობს, ამ დროს კვარაცხელიას ფანტაზია ავტომატურად ვიწროვდება და სცენის მთავარი ფიგურა სწორედ ვიქტორ ოსიმენი ხდება."

"რამ განაპირობა მატჩის მოგება? - ვფიქრობ, ამაში მონაწილეობა თანაბრად მიიღეს როგორც ვიქტორ ოსიმენის კარგმა თამაშმა, ისე რუი პატრისიოს ცუდად გამოსვლამ. ჩემი აზრით, დღეს იტალიის ჩემპიონატის საუკეთესო გუნდი ნაპოლია და მას კონკურენტი არ მოეძებნება, რადგან წამყვანი გუნდები უმეტესად ერთ ან ორ გამორჩეულ ფეხბურთელზე არიან დამოკიდებულნი, სპალეტის გუნდში კი სხვა სიტუაციაა."

"ასევე, მინდა ვთქვა, რომ არსებობს კონკრეტული სიტუაციები, სადაც ხვიჩა კვარაცხელიას თამაშს არასდროს შევზღუდავდი." - ენრიკო ფედელე.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი