ლა ლიგაში ლიდერი შეიცვალა - ჟირონამ 3 ქულა ბოლო წუთებზე დაკარგა » სპორტის ხაზი

ლა ლიგაში ლიდერი შეიცვალა - ჟირონამ 3 ქულა ბოლო წუთებზე დაკარგა

ლა ლიგაში ლიდერი შეიცვალა - ჟირონამ 3 ქულა ბოლო წუთებზე დაკარგა
22-12-2023, 13:11
Aa Aa
გაზიარება:

ესპანეთის ჩემპიონატის მე-18 ტურში დაფიქსირებული შედეგებით სატურნირო ცხრილში პოზიციები გაცვალეს მადრიდის რეალმა და ჟირონამ, ერთი მეორედან პირველზე, ხოლო მეორე პირველად მეორეზე გადავიდა.

აღსანიშნავია, რომ კატალონიელებმა თავიანთი შეხვედრა ანდალუსიაში ადგილობრივი ბეტისის წინააღმდეგ გამართეს, რომლის მოგებასთანაც ძალიან ახლოს იყვნენ. შეხვედრის პირველ ნახევარში უკრაინელმა დოვბიკმა თავისი კლუბი დააწინაურა, რაც მატჩის ბოლომდე ასეც გრძელდებოდა, თუმცა ბეტისმა ანგარიში 88-ე წუთზე პეცელას გოლით გაათანაბრა და ჟირონას 2 ქულა წაართვა.

რაც შეეხება მადრიდის რეალს, აქ სიტუაცია საპირისპიროდ წარიმართა. კარლო ანჩელოტის გუნდი ალავესის წინააღმდეგ გასვლაზე თამაშობდა და თითქმის გადაწყვეტილი იყო, რომ რეალს მხოლოდ 1 ქულა უნდა აეღო, თუმცა 92-ე წუთზე ტონი კროოსის პასით ლუკას ვასკესმა მეტოქე გუნდის კარი აიღო და რეალს უმნიშვნელოვანესი 3 ქულა მოუტანა.

ამდენად, ჟირონას საოცარი სვლა და პირველი ადგილი ოფიციალურად დასრულებულია, ახლა კი ისაა საკითხავი თუ რამდენად შეძლებს კატალონიური კლუბი მოწინავე პოზიციის ხელახლა დაბრუნებას.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი