იტალიის ეროვნული ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, ჯანლუიჯი ლენტინმა ნაპოლის ქართველ შემტევზე, ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა:
"როცა მოძრაობაში ბურთთან ერთად ვიყავი, მოწინააღმდეგეებს ჩვენი შეჩერება უჭირდათ - ამით, კვარაცხელია ჩემს თავს მაგონებს.
თუ თანამედროვე ფეხბურთში ტექნიკა გაქვს, სწრაფი ხარ და ფიზიკურადაც ძლიერი ხარ, უკვე შემდგარ მოთამაშედ ითვლები", - განაცხადა ლენტინმა.
ცნობისთვის, ლენტინი მილანის ღირსებას 4 წელი იცავდა. რაც შეეხება ეროვნულ ნაკრებს, იქ მან 13 შეხვედრა გამართა.