"ეს უნდა შეწყდეს!", - ბაიერნის ფეხბურთელი მებაჟეებს რასიზმში ადანაშაულებს (ფოტო) » სპორტის ხაზი

"ეს უნდა შეწყდეს!", - ბაიერნის ფეხბურთელი მებაჟეებს რასიზმში ადანაშაულებს (ფოტო)

"ეს უნდა შეწყდეს!", - ბაიერნის ფეხბურთელი მებაჟეებს რასიზმში ადანაშაულებს (ფოტო)
24-10-2022, 18:25
Aa Aa
გაზიარება:

ბაიერნის ნახევარმცველმა, ბუნა სარმა გუშინ ინსტაგრამზე მიუნხენის აერეპორტში გადაღებული მებაჟეების ფოტო სახეზე კლოუნის სმაილებით გამოაქვეყნა.

სარი საფრანგეთიდან შაბათ-კვირას დაბრუნების შემდეგ, საბაჟოში ორი საათის განმავლობაში დააყოვნეს და ძვირფასი ნივთები ჩამოართვეს.

"აეროპორტში დაეშვები, ბარგს ელოდები და 200-ზე მეტი მგზავრიდან, სწორედ შენ გიგზავნიან საბაჟოს ძაღლს, თითქოს უწმინდური ან დილერი იყო.

ყოველთვის ვეკითხები ჩემს თავს - როდის შევძლებთ და საკუთარ თავებს ისე ვიგრძნობთ, როგორც სახლში, სერიოზულად.. ეს აუცილებლად უნდა შეწყდეს
", - განაცხადა 30 წლის შუახაზელმა.

მოგვიანებით, საბაჟოს წარმომადგენელმაც გააკეთა აღნიშნულ ფაქტზე კომენტარი: "მტკიცედ უარვყოფ რასიზმის ბრალდებას. ეს იყო ჩვეულებრივი შემოწმება, საბაჟოს ძაღლმა აიღო კვალი და ჩვენც ვიმოქმედეთ - ბატონი სარი გადავიყვანეთ გამშვებ პუნქტში, სადაც მისი ბარგი გადავამოწმეთ."

საბაჟოში არ აკონკრეტებენ თუ რა ნივთები ჩამოართვეს ბაიერნის ფეხბურთელს, თუმცა როგორც BILD-ი იტყობინება, საუბარია ძვირადღირებულ საათზე, რომელიც სარმა არ აღრიცხა.

"ეს უნდა შეწყდეს!", - ბაიერნის ფეხბურთელი მებაჟეებს რასიზმში ადანაშაულებს (ფოტო)


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი