ლუჩანო სპალეტის "ნაპოლიმ" ამავე კლუბის 1986 წელს დამყარებული რეკორდი გაიმეორა. საქმე ისაა, რომ მაშინ, როდესაც პარტენოპეიში ჯერ კიდევ დიეგო მარადონა თამაშობდა, ნეაპოლელებს ზედიზედ 11 მატჩიანი მოგებათა სერია დაუგროვდათ, რაც გუშინ, 36 წლის შემდეგ ხელახლა განმეორდა!
ხვიჩა კვარაცხელიამ და "ნაპოლიმ" ქულები 11 მატჩით ადრე "ლეჩესთან" შიდა ჩემპიონატში დაკარგეს, როდესაც შეხვედრა 1:1 დასრულდა. მას შემდეგ, სპალეტის გუნდმა თერთმეტი შეხვედრა გამართა და აბსოლუტურად ყველა მოიგო (ლაციო, ლივერპული, სპეცია, რეინჯერსი, მილანი, ტორინო, აიაქსი ორჯერ, კრემონეზე, ბოლონია, რომა).
აღსანიშნავია, რომ 1986 წელს "ნაპოლის" დამყარებული რეკორდის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი დიეგო მარადონა იყო. საამაყოა, რომ აღნიშნული რეკორდის განმეორების დროს, "ნაპოლის" ამჟამინდელი გუნდის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელიაა!