რუსი დამარცხებულია - მარიამ ბოლქვაძე შარმ ელ-შეიხის ტურნირის ჩემპიონია » სპორტის ხაზი

რუსი დამარცხებულია - მარიამ ბოლქვაძე შარმ ელ-შეიხის ტურნირის ჩემპიონია

რუსი დამარცხებულია - მარიამ ბოლქვაძე შარმ ელ-შეიხის ტურნირის ჩემპიონია
18-12-2023, 00:55
Aa Aa
გაზიარება:

ეგვიპტის ქალაქ შარმ-ელ-შეიხში, ქალებში ITF-ის 25-ათასიანი ტურნირი გაიმართა, რომლის გამარჯვებულიც მარიამ ბოლქვაძე გახდა. ქართველმა ჩოგბურთელმა ფინალში რუსი მეტოქე, ელენა პრიდანკინა მარტივად 6:2, 6:1 დაამარცხა.

ფინალამდე მარიამმა ასევე რუსეთის სახელით მოასპარეზე ალექსანდრა შუბლაძეს მოუგო, ნახევარფინალამდე კი მასპინძელ სანდრა სამირს, მარია ტკაჩევასა და თურქ ბიუიკაკჩაი დაამარცხა. 

ცნობისთვის, მთელი ტურნირის განმავლობაში ბოლქვაძეს ერთი სეტიც არ წაუგია.

25 წლის მარიამ ბოლქვაძისთვის ეს კარიერაში ITF-ის მე-19 ტიტულია, ერთეულთა თანრიგში კი მან ჩემპიონობა მეშვიდედ იზეიმა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი