"ნკუნკუ მზად იყო მაგრამ ამიტომ არ ვთამაშე..." - პოჩეტინოს განმარტება » სპორტის ხაზი

"ნკუნკუ მზად იყო მაგრამ ამიტომ არ ვთამაშე..." - პოჩეტინოს განმარტება

"ნკუნკუ მზად იყო მაგრამ ამიტომ არ ვთამაშე..." - პოჩეტინოს განმარტება
17-12-2023, 20:57
Aa Aa
გაზიარება:

4 თვიანი პაუზისა და მძიმე ტრავმის შემდეგ კრისტოფერ ნკუნკუ სრული დატვირთვით ვარჯიშს დაუბრუნდა და შეფილდის წინააღმდეგ ჩელსის სათადარიგოთა სკამზეც გამოჩნდა.

ჩელსიმ ძალიან აუღელვებლად და მშვიდად მეტოქეს 2:0 სძლია, თუმცა ნკუნკუს სათამაშო დრო მაინც არ მიეცა, რაზეც პოჩეტინოს თავის მართლება მოუწია.

"ნკუნკუ ჯანმრთელია და სრული დატვირთვით ვარჯიშობს, მაგრამ ვამჯობინე, რომ მისთვის ცოტა დასვენების დრო კიდევ მიმეცა.

ნკუნკუს სრულ ნდობას ვუცხადებ და დარწმუნებული ვარ უახლოეს მატჩებში თავის გამოჩენას მოახერხებს.
" - განაცხადა პოჩეტინომ.

შეგახსენებთ, რომ ნკუნკუ გუნდს ამ ზაფხულს შეუერთდა, თუმცა ოფიციალურ შეხვედრაში მონაწილეობის მიღება ჯერ ვერ მოახერხა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი