ერთ ნაბიჯში ჩელსისთან - როგორ დაკარგა ლონდონურმა კლუბმა ბრაზილიელი ვუნდერკინდი » სპორტის ხაზი

ერთ ნაბიჯში ჩელსისთან - როგორ დაკარგა ლონდონურმა კლუბმა ბრაზილიელი ვუნდერკინდი

ერთ ნაბიჯში ჩელსისთან - როგორ დაკარგა ლონდონურმა კლუბმა ბრაზილიელი ვუნდერკინდი
11-12-2023, 22:33
Aa Aa
გაზიარება:

ბრაზილიელი ვუნდერკინდის, ენდრიკის ირგვლივ უკვე რამდენიმე წელია დიდი აჟიოტაჟი ტრიალებს.

ენდრიკ ფილიპის უკვე "რეალის" საკუთრებაა და როგორც კი 18 წლის გახდება სამეფო კლუბს შეუერთდება, თუმცა ტრანსფერი "რეალმა" ჯერ კიდევ მაშინ დახურა, როცა ბრაზილიელი სულ რაღაც 16 წლის იყო.

ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ფაბრციო რომანომ ამ ტრანსფერზე ვრცლად ისაუბრა და საინტერესო დეტალები გაამჟღავნა, იხილეთ რას წერს იტალიელი:

''სანამ ენდრიკი "რეალში" გადავიოდა მისით "ჩელსი" იყო დაინტერესებული კლუბი იმდენად იყო საქმეში ჩართული, რომ ენდრიკის მამა ლონდონში ჩაიყვანეს, აჩვენეს მათი მომავალი საცხოვრებელი, ენდრიკის სკოლა, მონასტერი და სხვა დანარჩენი, რასაც მამა-შვილი "ჩელსიში" გადასვლის შემთხვევაში მიიღებდნენ, რაზეც ენდრიკიც და მისი მშობელიც დათანხმდნენ.

თუმცა, ტრანსფერის შეთანხმების შემდეგ, ტოდ ბოელი ოჯახს დაუკავშირდა და აცნობა, რომ კლუბი 60 მილიონს არ გადაიხდიდა ფეხბურთელში, რომელიც კიდევ ორი წლით ვერ შეუერთებოდა გუნდს, მოგეხსენებათ ბრაზილიაში მოქმედებს კანონი, რომლის თანახმადაც 18 წლამდე ბრაზილიელებს ეკრძალებათ ქვეყნის დატოვება და სხვაგან სათამაშოდ გადასვლა, ამის შემდეგ კი გამოჩნდა მადრიდის "რეალი".

მადრიდელებმა საჭირო თანხა გადაიხადეს და ენდრიკში დიდი ინვესტიცია ჩადეს, ასე კი ორივე მხარე კმაყოფილი გამოვიდა." - ენდრიკის მამის ინტერვიუს აქვეყნებს ფაბრიციო რომანო.

შეგახსენებთ, რომ ენდრიკი "რეალს" 2024 წელს შეურთდება და მასზე კლუბი დიდ იმედებს ამყარებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.