სტივენ ჯერარდი ინგლისის ნაკრების მომდევნო მწვრთნელი იქნება? » სპორტის ხაზი

სტივენ ჯერარდი ინგლისის ნაკრების მომდევნო მწვრთნელი იქნება?

სტივენ ჯერარდი ინგლისის ნაკრების მომდევნო მწვრთნელი იქნება?
23-10-2022, 21:00
Aa Aa
გაზიარება:

ინგლისის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, დარენ ბენტმა talkSPORT-თან საუბრისას თქვა, რომ სტივენ ჯერარდის "ასტონ ვილადან" გათავისუფლების შემდეგ, შესაძლოა "ლივერპულისა" და მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა ინგლისის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დაინიშნოს.

როგორც ცნობილია, ინგლისის ნაკრების ამჟამინდელმა მწვრთნელმა, გარეთ საუთგეიტმა ნაკრებთან დადებული კონტრაქტი 2024 წლამდე გაახანგრძლივა, თუმცა ბევრი იწერება იმის შესახებ, რომ თუ საუთგეიტის მსოფლიოს ჩემპიონატზე ნაჩვენები შედეგი უარყოფითად შეფასდება, მაშინ ინგლისის ნაკრები ახალი მწვრთნელის ძიებას დაიწყებს, რაზეც დარენ ბენტმა თქვა: "არ გამიკვირდება, თუ ინგლისის საფეხბურთო ასოციაცია სტივენ ჯერარდის კანდიდატურას განიხილავს. არ ვამბობ, რომ ის აუცილებლად მიიღებს შეთავაზებას, მაგრამ თქვენ კარგად იცით თუ როგორ მუშაობს ასოციაცია, მათ მოსწონთ ისეთი ფიგურები, რომლებიც სისტემისთვის კარგად ნაცნობები არიან. ჯერარდი ინგლისის ნაკრებში თამაშობდა და ამით ყველაფერი ნათქვამია."

შეგახსენებთ, რომ სტივენ ჯერარდმა "რეინჯერსთან" ერთად შოტლანდიის ჩემპიონატი იქამდე მოიგო, სანამ ინგლისის ჩემპიონატში "ასტონ ვილას" მწვრთნელად დაინიშნებოდა. მიუხედავად კარიერული წინსვლისა, სტივენი დაკავებული თანამდებობიდან ნაჩვენები ცუდი შედეგების გამო გუშინ გაათავისუფლეს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი