"იუვენტუსთან" მატჩამდე როგორც ყოველთვის გაიმართა მატჩის წინა პრესკომფერენცია, რომელსაც "ნაპოლის" მთავარი მწვრთნელი ვალტერ მაცარიც ესწრებოდა.
ტაქტიკაზე და მატჩზე მეტად, მაცარის "ნაპოლის" ქართველი ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას გვარის წარმოთქმა გაუჭირდა:
როცა კავრაზე 3 ფეხბურთელი გადადის… სწორად ვთქვი ? ისეთი სახელი აქვს ჭკუიდან გადამიყვანს. როცა მასთან 3 ფეხბურთელი გადადის, სივრცეები თავისუფლდება და ეს უნდა ავითვისოთ - მაცარი