"მსაჯები რომას ფეხბურთელებს არ აფრთხილებენ და ეს მაშინებს" | იტალიელი ჟურნალისტი კვარასა და დერბის შესახებ » სპორტის ხაზი

"მსაჯები რომას ფეხბურთელებს არ აფრთხილებენ და ეს მაშინებს" | იტალიელი ჟურნალისტი კვარასა და დერბის შესახებ

"მსაჯები რომას ფეხბურთელებს არ აფრთხილებენ და ეს მაშინებს" | იტალიელი ჟურნალისტი კვარასა და დერბის შესახებ
23-10-2022, 20:00
Aa Aa
გაზიარება:

დერბი დელ სოლე, ანუ "რომა" - "ნაპოლი" 22:45-ზე დაიწყება, რომლისადმი მოლოდინიც ძალიან დიდია. სწორედ ჯალოროსისა და პარტენოპეის დაპირისპირებას გამოეხმაურა ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი კარლო ალვინო, რომელმაც მოურინიოს ხვიჩას მიმართ გაკეთებული კომენტარი გაიხსენა და განავრცო:

"მაშინებს ის კომენტარი, რომელიც ჟოზემ ხვიჩას შეჩერების თაობაზე გააკეთა, რადგან სინამდვილეში აღვიქვი, რომ ხვიჩას შეჩერებას აბსოლუტურად ყველანაირი წესით შეეცდებიან, როგორც დასაშვებით, ისე არადასაშვებითაც. განვიცდი იმ ფაქტს, რომ რომას ფეხბურთელები უკვე დიდი ხანია საკმაოდ უხეშად თამაშობენ, თუმცა მათ მიმართ მსაჯები არც თუ ისე მკაცრები არიან. ხვიჩა კვარაცხელია მუდმივად ცდილობს, რომ მეტოქეები მოატყუოს, რის გამოც ფეხებში ხშირად ურტყამენ. სიმართლე გითხრათ, ძალიან მაინტერესებს თუ როგორ აპირებს ჟოზეს გუნდი ქართველის შეჩერებას. იმედი მაქვს, რომ უხეშების შემთხვევაში მთავარი არბიტრი ყვითელ ბარათს უმალვე გამოიყენებს." - ამბობს რადიო Kiss Kiss-ის ეთერში კარლო ალვინო.

შეგახსენებთ, რომ პორტუგალიელმა სპეციალისტმა წინასამატჩო პრესკონფერენციაზე ხვიჩას შესახებ თქვა, რომ თუ მას კვარაცხელია ახლოს ჩაურბენს, მაშინ ფეხებში თავად ჩაარტყამს. რასაკვირველია, ჟოზემ მსგავსი რამ მხოლოდ და მხოლოდ ხუმრობით თქვა, თუმცა როგორც ჩანს, კარლო ალვინომ ამ ფრაზასა და ჟოზეს გუნდში სერიოზული საფრთხე დაინახა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი