დღეს საქართველოს თასის ფინალია, ბათუმი - საბურთალო » სპორტის ხაზი

დღეს საქართველოს თასის ფინალია, ბათუმი - საბურთალო

დღეს საქართველოს თასის ფინალია, ბათუმი - საბურთალო
6-12-2023, 11:58
Aa Aa
გაზიარება:

დღეს, 6 დეკემბერს საქართველოს დავით ყიფიანის თასის მორიგი გათამაშების ფინალური მატჩი გაიმართება.

ფინალში ერთმანეთს საქართველოს ჩემპიონატის მოქმედი გამარჯვებული ბათუმის "დინამო" და თბილისური "საბურთალო" დაუპირისპირდებიან.

ბათუმელებს თასი 1998 წელს აქვთ მოგებული, "საბურთალოს" კი 2019 და 2021 წლებში.

ეს მატჩი ასევე განსაკუთრებით საინტერესოა ქართველი გულშემატკივრისთვის, რადგან დღეს გაირკვევა მე-4 ქართული გუნდის სახელი, რომელიც ევროტურნირებზე იასპარეზებს. თუ კი თასს ბათუმელები მოიგებენ, კონფერენს ლიგაზე გორის "დილა" ითამაშებს, ხოლო თუ "საბურთალო", საქართველოს ღირსებას ევროსარბიელზე სწორედ თბილისელები დაიცავენ.

მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 19:00 საათზე დაიწყება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.