ორლანდო შეუჩერებელია - გოგა ბითაძის გუნდმა ისევ მოიგო » სპორტის ხაზი

ორლანდო შეუჩერებელია - გოგა ბითაძის გუნდმა ისევ მოიგო

ორლანდო შეუჩერებელია - გოგა ბითაძის გუნდმა ისევ მოიგო
2-12-2023, 15:43
Aa Aa
გაზიარება:

NBA-ს სეზონი ორლანდო მეჯიქისთვის საოცრად დაიწყო. გოგა ბითაძის გუნდმა ზედიზედ მე-9 შეხვედრა მოიგო.

ორლანდო მეჯიქმა ისევ ვაშინგტონ ვიზარდს მოუგო, ამჯერად, ვაშინტონმა უფრო დიდი წინააღმდეგობა გაუწია მეტოქეს ვიდრე ეს წინა შემთხვევაში მოახერხა.

გოგა ბითაძემ თამაში სასტარტო ხუთეულიდან დაიწყო. ქართველმა მეხუთე ნომერმა პარკეტზე 24 წუთი გაატარა და ამ დროში 3 ქულა, 5 მოხსნა, 4 პასი და 2 დაფარება მოასწრო. გოგამ სულ ერთხელ ისროლა ბურთი და ისიც ზუსტად გამოიყენა. ბითაძეს 3 დაკარგვა და 4 ფოლი ჰქონდა - ამ კომპონენტში მას მოსამატებელი აქვს.


ორლანდოს რიგებში საუკეთესო კვლავ გერმანელი ფორვარდი ვაგნერი გახლდათ მან 31 ქულა, 7 მოხსნა და 8 პასი დააგროვა.

ვიზარდსის ანტიგმირი ისევ ჯორდან პული გახდა, "ფულ ფართი" ვერც ამჯერად შედგა.

ორლანდო მეჯიქი ასეთი ბრწყინვალე სტარტის ფონზე აღმოსავლეთ კომფერენციაში მეორე ადგილს იკავებს და მხოლოდ ბოსტონ სელტიქს ჩამოუვარდება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.