"სულ გამარჯვებაზე ვსაუბრობთ" - ირის ანტმანის მატჩისწინა კომენტარი » სპორტის ხაზი

"სულ გამარჯვებაზე ვსაუბრობთ" - ირის ანტმანის მატჩისწინა კომენტარი

"სულ გამარჯვებაზე ვსაუბრობთ" - ირის ანტმანის მატჩისწინა კომენტარი
30-11-2023, 23:42
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის მეხუთე ტურის შეხვედრას გამართავს. 1 დეკემბერს, ჩვენი გუნდი თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ლუქსემბურგის ნაკრებს უმასპინძლებს.

ირის ანტმანის გუნდმა მატჩისწინა ვარჯიში შეხევდრის მასპინძელ არენაზე გამართა. მოახლოებული მატჩის შესახებ საქართველოს ქალთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ისაუბრა:

"წლის ბოლო საშინაო მატჩი ჩვენთვის ძალიან საპასუხისმგებლოა. ფეხბურთელები ემზადებიან და ჩვენთვნის მნიშვენლოვანია პირველი გამარჯვების მოპოვება ერთა ლიგაში. რთული თამაში გველის, რადგან ლუქსემბურგს სჭირდება ქულები ჯგუფში მეორე ადგილის დასაკავებლად. თუმცა, მზად ვართ საკუთარ მოედანზე გამარჯვების მოსაპოვებლად. ფეხბურთელებთანაც სწორედ ამაზე გვაქვს საუბარი. თითოეულ ვარჯიშის დროს გამარჯვებაზე ვსაუბრობთ. გვურს, რომ მოგებაზე ორიენტირებული გუნდი გავხდეთ. ვიმედოვნებ, რომ განვითარებას გავაგრძელებთ და გავაკეთებთ იმას, რაც წინა შეხვედრებში დაგვაკლდა". - განაცხადა ანტმანმა.

საქართველო - ლუქსემბურგის მატჩი 17:00 საათზე დაიწყებს. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ. (nakrebi.ge)


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი