ბენზემა ტრავმირებულია: რამდენ ხანს იუქმებს 34 წლის ფორვარდი? » სპორტის ხაზი

ბენზემა ტრავმირებულია: რამდენ ხანს იუქმებს 34 წლის ფორვარდი?

ბენზემა ტრავმირებულია: რამდენ ხანს იუქმებს 34 წლის ფორვარდი?
22-10-2022, 20:33
Aa Aa
გაზიარება:

ოქროს ბურთის მფლობელი კარიმ ბენზემა ტრავმირებულია - ინფორმაციას სამეფო კლუბის პრესსამსახური ადასტურებს.

როგორც გამოკვლევების შემდეგ ტესტებმა აჩვენა, ფრანგ ფორვარდს მარცხენა ბარძაყის ოთხთავა კუნთის გადაღლილობა აქვს.

რეალ მადრიდის ექიმები მისი მკურნალობის პროცესს მკაცრ მონიტორინგს უწევენ, თუმცა გადაწყვეტილი ამბავია, რომ ბენზემა დღეს, სევილიას წინააღმდეგ გასამართ მატჩში კლუბს ვერ დაეხმარება.

34 წლის ფორვარდის დაბრუნების ზუსტი დრო არ სახელდება, თუმცა ესპანური მედია ვარაუდობს, რომ ბენზემა მოედანს 30 ოქტომბერს, ჟირონას წინააღმდეგ გასამართ მატჩში დაუბრუნდება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი