ქართველმა ძალოსანმა, ორგზის ოლიმპიურმა და ექვსგზისს მსოფლიო ჩემპიონმა, ლაშა ტალახაძემ "TST სპორტთან" ინტერვიუში ხვიჩა კვარაცხელიაზე და ქართული სპორტის ქომაგობაზე ისაუბრა.
"ქართველ სპორტსმენებს ყველგან ვგულშემატკივრობ, ბოლო დროს ხვიჩა კვარაცხელიას გამო ფეხბურთის ყურებაც დავიწყე, რა თქმა უნდა, საქართველოს ნაკრების თამაშსბს თვალს ვადევნებდი, ახლა კი სამეგობრომ "ნაპოლის" თამაშების ყურებაც დავიწყე.
კვარაცხელიას პირადად არ ვიცნობ, მხოლოდ სპორტულ წარმატებებს ვულოცავთ სოციალური ქსელის საშუალებით, თუმცა ვიმედოვნებ ერთ დღეს პირადად გავიცნობ.
ხვიჩა უდიდესი პროფესიონალია, ამდენი წარმატების შემდეგ თავმდაბლობას არ კარგავს და ეს მისაბაძია. - ამბობს ლაშა
შეგახსენებთ, რომ ლაშა პარიზის 2024 წლის ოლიმპიადაზე მედლის მთავარი ფავორიტი იქნება.