"თუ ჩემპიონატის მოგება გვინდა..." - ჩავის მატჩისშემდგომი კომენტარი » სპორტის ხაზი

"თუ ჩემპიონატის მოგება გვინდა..." - ჩავის მატჩისშემდგომი კომენტარი

"თუ ჩემპიონატის მოგება გვინდა..." - ჩავის მატჩისშემდგომი კომენტარი
25-11-2023, 22:23
Aa Aa
გაზიარება:

ლა ლიგის მორიგ ტურში კატალონიის "ბარსელონა" "რაიო ვალეკანოსთან" ფრეს დასჯერდა. მატჩი 1:1 დასრულდა.

განვლილ მატჩზე ისაუბრა "ბლაუგრანას" თავკაცმა, ჩავიმ:


"შეხვედრას ორ ნაწილად დავყოფდი. ვდომინირებდით, მაგრამ აგრესიულები არ ვიყავით. მეორე ნაწილში კი უფრო მეტ მომენტს ვქმნიდით. თუ ჩემპიონატის მოგება გვინდა, ასეთი თამაშები უნდა მოვიგოთ და თუ ტიტულების მოგება გვსურს, მენტალიტეტი უნდა შევიცვალოთ. თვითკრიტიკულები უნდა ვიყოთ.
მეორე ტაიმში უკეთესი მენტალიტეტი გვქონდა. მიუხედავად ამისა, ასეთი რეაგირება უკვე გვიანი იყო, რადგან მატჩის მოსაგებად პირველივე წუთებიდან უნდა განეწყო. გაუმჯობესება გვმართებს."
- განაცხადა ესპანელმა სპეციალისტმა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი