რომელ კალათაში მოხვდა საქართველოს ნაკრები - პარიზის ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ეტაპი » სპორტის ხაზი

რომელ კალათაში მოხვდა საქართველოს ნაკრები - პარიზის ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ეტაპი

რომელ კალათაში მოხვდა საქართველოს ნაკრები - პარიზის ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ეტაპი
24-11-2023, 13:01
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები პარიზის ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირის წილისწყრის წინ მე-4 კალათაში მოხვდა.

ამის შესახებ ფიბამ დღეს ისაუბრა და წილისყრის პროცედურა განმარტა, ოლიმპიადის საგზურისთვის კიდევ 4 ნაკრები იბრძოლებს და მათ შორის არის საქართველოც.

კალათები კი შემდეგ ნაირად განაწილდა:

1-ლი კალათა: ესპანეთი, ლატვია, ლიეტუვა, სლოვენია.
მე-2 კალათა: საბერძნეთი,ბრაზილია,პოლონეთი,იტალია.
მე-3 კალათა: პუერტო რიკო, მონტენეგრო, დომინიკის რესპუბლიკა, ფინეთი.
მე-4 კალათა: ახალი ზელანდია, საქართველო, მექსიკა, ლიბანი.
მე-5 კალათა: ხორვატია, კოტ დიუარი, ანგოლა, ფილიპინები.
მე-6 კალათა: ეგვიპტე, ბაჰამის კუნძულები, კამერუნი, ბაჰრეინი.

ეს ქვეყნები ექვსეულებად დაიყოფიან და 4 სხვადასხვა ქვეყანაში გამართავენ შეხვედრებს, ექვსეულებად დაყოფილი გუნდები კიდევ სამად გაიყოფიან და სამ-სამი ნაკრები წრიულად ითამაშებს, ორ-ორი საუკეთესო ჯვარედინი პრინციპით ერთმანეთს ნახევარფინალში დაუპირისპირდებიან. ფინალები კი 4 ჩემპიონს გამოავლენს, რომლებიც ოლიმპიადაზე მიიღებენ მონაწილეობას.

პარიზის ოლიმპიური თამაშებზე კალათბურთი 27 ივლისიდან 11 აგვისტომდე გაგრძელდება.

შეგახსენებთ, რომ კაცთა შორის მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონი ამერიკის შეერთებული შტატებია, მათ 2021 წლის ტოკიოს ოლიმპიადაზე, სწორედ, ამ ოლიმპიადის მანსპინძელი, საფრანგეთის ნაკრები დაამარცხეს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.