"როგორ შევაჩერებთ კვარაცხელიას? კარგი კითხვაა..." - კოლაშინაცი ქართველზე » სპორტის ხაზი

"როგორ შევაჩერებთ კვარაცხელიას? კარგი კითხვაა..." - კოლაშინაცი ქართველზე

"როგორ შევაჩერებთ კვარაცხელიას? კარგი კითხვაა..." - კოლაშინაცი ქართველზე
23-11-2023, 17:55
Aa Aa
გაზიარება:

შაბათს, ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლი" სერია A-ს მორიგ ტურში "ატალანტას" ესტუმრება.

"ატალანტას" ბოსნიელმა მოთამაშე, სეად კოლასინაჩმა იტალიურ მედიაში ინტერვიუ მისცა, რომელშიც ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა:

"იქნება თუ არა "ნაპოლისთან" მატჩი გადამწყვეტი? ჩვენთვის, შესაძლოა ყველა მატჩი ასეთი იყოს, ამას სეზონის ბოლოს გავიგებთ. "ნაპოლი“ შეტევაში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი გუნდია, ამას სტატისტიკებიც მოწმობენ. მთელ გუნდს მაღალი დონე აქვს, მაგრამ ძირითადად უფრო შეტევაში არიან.
როგორ შევაჩერებთ კვარაცხელიას? კარგი კითხვაა... მნიშვნელოვანია კომპაქტური დაცვა: ინდივიდუალურ დუელებში მომენტის სწორად წაკითხვა და მისთვის სივრცეების შეზღუდვა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის აუცილებლად გატკენს. მაგრამ თუ თავს ერთიანად, გუნდურად დავიცავთ, მისთვის გოლის გატანა რთული იქნება."

"ატალანტა" და "ნაპოლი" ერთმანეთს 25 ნოემბერს, საქართველოს დროით 21:00 საათზე დაუპირისპირდებიან.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი