''ჩვენ ვუყურებდით თუ როგორ ურტამდა პოლიცია ჩვენს ხალხს, ისინი ამაზე უფრო ფიქრობდნენ, ვიდრე თამაშზე'' » სპორტის ხაზი

''ჩვენ ვუყურებდით თუ როგორ ურტამდა პოლიცია ჩვენს ხალხს, ისინი ამაზე უფრო ფიქრობდნენ, ვიდრე თამაშზე''

''ჩვენ ვუყურებდით თუ როგორ ურტამდა პოლიცია ჩვენს ხალხს, ისინი ამაზე უფრო ფიქრობდნენ, ვიდრე თამაშზე''
22-11-2023, 15:18
Aa Aa
გაზიარება:

მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, სამხრეთ ამერიკაში ერთმანეთს მარაკანას სტადიონზე ბრაზილიისა და არგენტინის ნაკრებები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.

მატჩი არგენტინის ნაკრებმა ნიკოლას ოტამენდის გოლის წყალობით 0–1 მოიგო, თუმცა შეხვედრა უფრო მეტად საინტერესო მოედნის ფარგლებს იქით მომხდარი სცენებით გახდა საინტერესო.

ტრიბუნებზე ბრაზილიური პოლიცია ფიზიკურად გაუსწორდა არგენტინელ გულშემატკივარს. ამ ყველაფერზე კომენტარი არგენტინის ნაკრების კაპიტანმა, ლეო მესიმ გააკეთა.

''ჩვენ ვუყურებდით თუ როგორ ურტყამდა პოლიცია ჩვენს ხალხს, ეს არ არის პირველი შემთხვევა, ზუსტად ასე მოხდა ლიბერტადორესის თასის ფინალში. ისინი ამ ყველაფერზე უფრო ორიენტირებულები იყვნენ, ვიდრე ფეხბურთზე. ჩვენ ერთი ოჯახი ვართ და გადავწყვიტეთ გვეთამაშა, რათა სიტუაცია გაგვენეიტრალებინა'' - ლიონელ მესი


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.