"ეს რომ ასე არ უნდა მოხდეს, ბავშვმაც იცის" - მამუკა ჯუღელი » სპორტის ხაზი

"ეს რომ ასე არ უნდა მოხდეს, ბავშვმაც იცის" - მამუკა ჯუღელი

"ეს რომ ასე არ უნდა მოხდეს, ბავშვმაც იცის" - მამუკა ჯუღელი
19-11-2023, 16:10
Aa Aa
გაზიარება:

ხვიჩა კვარაცხელიას აგენტმა მამუკა ჯუღელმა, ახალ ინტერვიუში სხვადასხვა თემაზე ისაუბრა...

"კვარაცხელიას შეტევაში თამაში ყველა პოზიციაზე თამაში შეუძლია, ხვიჩასა და გიორგი ჩაკვეტაძის დუეტი ნებისმიერ ევროპულ ნაკრებს დაამშვენებდა.
რაც ხვიჩამ "ნაპოლიში" პირველ სეზონში გააკეთა, მგონი ამას მხოლოდ თვითონ ელოდებოდა. ერთად რომ ვიყავით ნეაპოლში ხვიჩამ მითხრა, აი, განახებ ამ ერთ წელიწადში მე აქ რას გავაკეთებო.

რაც შეეხება აურელიო დე ლაურენტისს, ძალიან კარგი ადამიანია, ჩვენ უამრავი კარგი გაგვიკეთა, რასაც გვპირდება, ყველაფერს ასრულებს. ეს ისეთი კაცია, არავის არაფერს არ დაუკარგავს, ხვიჩა უახლოეს მომავალში რასაც იმსახურებს, აუცილებლად მიიღებს. გასაგებია, რომ უმაღლესი დონის ფეხბურთელია და მეტი ეკუთვნის, იმ მეტსაც უახლოეს მომავალში მიიღებს.

ოჯახი კმაყოფილია, ხვიჩაც კმაყოფილია... მე ვსარგებლობ შემთხვევით და ვიძახი, რომ უახლოეს მომავალში მის კონტრაქტში ცვლილებები იქნება.

რუდი გარსიაზე ვერაფერს ვიტყვი, ბავშვმაც იცის, რომ "ნაპოლიმ" "ემპოლისთან" არ უნდა წააგოს. დე ლაურენტისს მცოდნე ფეხბურთის სელექციონერი ჰყავს და ამ კლუბში უამრავი განათლებული ხალხი მუშაობს."
- განაცხადა ჯუღელმა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი