კვარაცხელიას დასაფასებელი ქმედება! - რა სჭირდა ქართველს თამაშამდე 2 დღით ადრე? » სპორტის ხაზი

კვარაცხელიას დასაფასებელი ქმედება! - რა სჭირდა ქართველს თამაშამდე 2 დღით ადრე?

კვარაცხელიას დასაფასებელი ქმედება! - რა სჭირდა ქართველს თამაშამდე 2 დღით ადრე?
17-11-2023, 13:44
Aa Aa
გაზიარება:

16 ნოემბერს საქართველოს ეროვნული ნაკრები დინამო არენაზე შოტლანდიას დაუპირისპირდა, სადაც სრული მატჩი ჩაატარა ხვიჩა კვარაცხელიამ.

გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, შოტლანდიასთან მატჩამდე 2 დღით ადრე, საქართველოს ნაკრების ვარჯიშზე ხვიჩა კვარაცხელიამ თავის არეში, ერთ-ერთ სავარჯიშო ეპიზოდში ძალიან მძიმე დარტყმა მიიღო.

ფეხბურთელი საავადმყოფოში გამოკვლევებზე 2-ჯერ წაიყვანეს, მას თავის ძლიერი ტკივილები ჰქონდა, რის გამოც მისი თამაში შოტლანდიის წინააღმდეგ სარისკოდ ითვლებოდა.

მაგრამ, კვარას პასუხი მაინც პრინციპული იყო, მას ნებისმიერ შემთხვევაში სურდა მოედანზე თამაში.

გამოვიდა , დადგა კვარაშოუ, გაიფორმა დუბლი და დაამტკიცა, რომ TOP ფეხბურთელის გარდა, ის არის მოთამაშე, რომლისთვისაც თავისი ქვეყნის ღირსების დაცვა უმთავრესია. (Geo Team)


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი