"საუკეთესო მწვრთნელი, ვისთანაც მითამაშია" - მესი » სპორტის ხაზი

"საუკეთესო მწვრთნელი, ვისთანაც მითამაშია" - მესი

"საუკეთესო მწვრთნელი, ვისთანაც მითამაშია" - მესი
16-11-2023, 17:34
Aa Aa
გაზიარება:

ლეგენდარულმა არგენტინელმა ფეხბურთელმა ლიონელ მესიმ განაცხადა, თუ რომელია საუკეთესო სპეციალისტი, ვისთან ერთადაც უმუშავია:

"პეპი ჩემი კარიერის საუკეთესო მწვრთნელია. ყოველი თამაშისთვის განსაკუთრებულად ემზადება, მოთამაშეებთან ურთიერთობს, ტაქტიკაზე საუბრობს.

ფანტასტიკურია ის, რაც გვარდიოლამ ფეხბურთში გააკეთა. მან სპორტის ეს სახეობა მთელ მსოფლიოში შეცვალა.

ეს ერთი მხრივ პეპის ზიანიც კი არის. ახლა ძალიან ბევრი ადამიანი ცდილობს გვარდიოლას სტილის კოპირებას, იმის ნაცვლად, რომ გამოიგონოს საკუთარი ტაქტიკა"
- ამბობს ლეო.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი