VIDEO: დავით ვოლკოვმა 33 წუთში სამი გოლი გაიტანა » სპორტის ხაზი

VIDEO: დავით ვოლკოვმა 33 წუთში სამი გოლი გაიტანა

VIDEO: დავით ვოლკოვმა 33 წუთში სამი გოლი გაიტანა
12-11-2023, 01:06
Aa Aa
გაზიარება:

აზერბაიჯანული პრემიერლიგის მე-13 ტურში, საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი დავით ვოლკოვი და "საბაჰი", "თურანს" ესტუმრნენ და დაძაბულ ბრძოლაში მინიმალური სხვაობით, 2:3 იმარჯვეს.

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი პირველივე წუთიდან ბაქოელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო და მთავარმა მწვრთნელმა მატჩის მიწურულს, მსაჯის მიერ დამატებულ მე-5 წუთზე გაიყვანა მოედნიდან. მნიშვნელოვანია, რომ "საბაჰის" შემადგენლობიდან სამივე გოლი ვოლკოვის ანგარიშზეა და სტუმარმა გუნდმა სწორედ ქართველი ფეხბურთელის დამსახურებით მოიგო.

"თურანის" კარში ვოლკოვმა პირველი ორი გოლი მე-9 და 25-ე წუთებზე შეაგდო, ხოლო შემდეგ 35-ე და 37-ე წუთებზე "თურანმა" ორი გოლი გატანა, რითაც ტაბლოზე წონასწორობა აღადგინა, თუმცა, ზუსტად 5 წუთში "საბაჰს" გადამრჩენლად კვლავ ქართველი თავდამსხმელი მოევლინა, თანაგუნდელისგან ჩაწოდებულ ბურთს თავი ზუსტად დაუხვედრა და მეტოქის კარში გამარჯვების გოლიც გაიტანა.

იხილეთ ვოლკოვის გოლები: (geo__team)


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი