"ემპოლის" მცველი: "თითოეული მეტოქე შესწავლილი მყავს, კვარა გიჟია" » სპორტის ხაზი

"ემპოლის" მცველი: "თითოეული მეტოქე შესწავლილი მყავს, კვარა გიჟია"

"ემპოლის" მცველი: "თითოეული მეტოქე შესწავლილი მყავს, კვარა გიჟია"
12-11-2023, 00:18
Aa Aa
გაზიარება:

ხვიჩა კვარაცხელიას ნაპოლი სერია A-ს მე-12 ტურის შეხვედრას 12 ნოემბერს, საკუთარ მოედანზე "ემპოლის" დაუპირისპირდება.

იტალიურ გამოცემა "კორიერე დელო სპორტს" ემპოლელთა 27 წლის ცენტრალური მცველი სებასტიანო ლუპერტო ესაუბრა:

"მოწინააღმდეგეს ფენომენალური მოთამაშეები ჰყავს, რომლებსაც ნებისმიერ დროს შეუძლიათ უდიდესი ზიანი მოგაყენონ. მაქსიმალური სიფრთხილეა საჭირო. თითოეული მეტოქე შესწავლილი მყავს. გვაწვდიან ვიდეოებს და ყურადღებით ვაკვირდები მათ მოძრაობებს. სახიფათონი არიან რასპადორი, სიმეონე, კვარაცხელია, პოლიტანო, ლინდსტრომი. ოსიმენის არყოფნით მხოლოდ ერთი პრობლემა მოგვაკლდება, მაგრამ მათ მაინც საკმარისად ჰყავთ ისეთი მოთამაშეები, რომლებისგანაც საფრთხე გველის..

კვარაცხელია დიდი ფეხბურთელია, ის ერთი-ერთზე გიჟია. მოგვიწევს მისი უნარების შეზღუდვაზე ზრუნვა. როგორმე უნდა შევაჩეროთ და ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რათა არ მივცეთ სივრცე და იდეების განხორციელების საშუალება".
- ამბობს ლუპერტო.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი