La Gazzetta dello Sport: "ქართველის თამაშმა შოკში ჩაგვაგდო" » სპორტის ხაზი

La Gazzetta dello Sport: "ქართველის თამაშმა შოკში ჩაგვაგდო"

La Gazzetta dello Sport: "ქართველის თამაშმა შოკში ჩაგვაგდო"
10-11-2023, 12:45
Aa Aa
გაზიარება:

La Gazzetta dello Sport "ნაპოლისა" და ბერლინის "უნიონის" (1:1) შეხვედრას ეხმაურება და ნეაპოლელთა ქართველი ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას თამაშს აფასებს.

"ქართველის თამაშმა შოკში ჩაგვაგდო, "კვარამ" ამ მატჩში ყველაფერი ჩადო, მისმა დრიბლინგებმა გერმანული გუნდის მცველებს პრობლემები შეუქმნა, თუმცა ეგოისტობის გამო ბოლო ბარიერის გადალახვას ვეღარ ახერხებდა ან თანაგუნდელისთვის პასის გაკეთების ნაცვლად, კარისკენ ნაადრევად ურტყამდა.

ძველი "კვარა" მინდორზე ბევრად უფრო მსუბუქად გამოიყურებოდა, ახლანდელი "კვარა" კი კბილებს აკრაჭუნებს და მუდამ უკმაყოფილოა, ქართველმა "უნიონ ბერლინის" ფეხბურთელებს კვლავ აჯობა, თუმცა გერმანელებმა შეხვედრაში გარდატეხის შეტანა მოახერხეს"
- წერს გამოცემა.

ცნობისთვის, კვარაცხელიას "ნაპოლის" ჩემპიონთა ლიგის C ჯგუფში 7 ქულით აქვს და ცხრილში მე-2 ადგილს იკავებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი