ხვიჩა კვარაცხელიამ ზედიზედ მეორე თამაშში შეასრულა საგოლე ქმედება - "ტორინოსთან" დუბლის შემდეგ ქართველმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე "უნიონ ბერლინს" ასისტი გაუკეთა.
შეხვედრის შემდეგ უცხოურ მედიას ნეაპოლური გუნდის ქართველი ვარსკვლავის შეფასება არ დავიწყებია:
"როდესაც ხვიჩა კარგად თამაშობს, კარგად თამაშობს "ნაპოლიც". უნიონის თითქმის ყველა ფეხბურთელს ყვითელი ბარათი ჰქონდა, ხოლო ნეაპოლელების ყველა სახიფათო შეტევა კვარამ დაიწყო", - Mediaset.
"პირველ ტაიმში კვარას მუდმივად 3 კაცი მეურვეობდა, თუმცა მეორე ტაიმში მარცხენა ფლანგი მაინც გაარღვია და თავის სტილში ოქროს ასისტი გააკეთა", - Eurosport .
"რასპადორიზე ასისტი მთლიან თამაშად ღირდა, ჯაკომოს კი ისღა დარჩენოდა, რომ ბურთი კარში გადაეგზავნა. კვარა ლეტალურია", - Calcionapoli1926 .