"რონალდუ არის გათამამებული ბავშვი" - გაბრიელ აგბონლახორი პორტუგალიელს აკრიტიკებს » სპორტის ხაზი

"რონალდუ არის გათამამებული ბავშვი" - გაბრიელ აგბონლახორი პორტუგალიელს აკრიტიკებს

"რონალდუ არის გათამამებული ბავშვი" - გაბრიელ აგბონლახორი პორტუგალიელს აკრიტიკებს
21-10-2022, 00:05
Aa Aa
გაზიარება:

"ასტონ ვილას" ყოფილმა ფეხბურთელმა, გაბრიელ აგბონლახორმა უცხოურ მედიასთან მიცემულ ინტერვიუში 37 წლის სუპერვარსკვლავი, კრიშტიანუ რონალდუ საჯაროდ გააკრიტიკა და განაცხადა.

"რონალდუ არის გათამამებული ბავშვი, მოდით გულწრფელები ვიყოთ. მისი გუნდი ტოტენჰემს ანადგურებდა, სეზონის საუკეთესო მატჩს ატარებდა, ის კი ასე მოიქცა.

ნიუკასლთან ის სუსტი იყო, დამაჯერებლობის არაფერი ეტყობოდა. შეცვალეს და კინაღამ სკანდალი მოაწყო. ახლა კი მოედანზე არ შევიდა და დემონსტრაციულად წავიდა.

არ შეიძლება თანაგუნდელებთან ასე მოქცევა, თუნდაც ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო იყო და 700 გოლი გაგეტანოს. ის ყველაფერს მხოლოდ საკუთარი თავისთვის აკეთებს." - განაცხადა ინგლისელმა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი