25 წლის შემდეგ პირველად ბათუმის "დინამო" საქართველოს თასის ფინალში ითამაშებს » სპორტის ხაზი

25 წლის შემდეგ პირველად ბათუმის "დინამო" საქართველოს თასის ფინალში ითამაშებს

25 წლის შემდეგ პირველად ბათუმის "დინამო" საქართველოს თასის ფინალში ითამაშებს
7-11-2023, 20:32
Aa Aa
გაზიარება:

დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის პირველი ფინალისტი ბათუმის დინამოა, რომელიც ნახევარფინალში ფოთის კოლხეთსესტუმრა და 3:1 დაამარცხა.

შავიზღვისპირელთა დაპირისპირება ფაზისი სტადიონზე სავსე ტრიბუნების წინ ჩატარდა. თამაშზე ფოთელების გარდა, ბათუმელი გულშემატკივრებიც მრავლად იყვნენ, რომლებიც გუნდებს ამხნევებდნენ და თამაშს კარგი ელფერი შემატეს.

ანგარიში მეორე ნახევარში გაიხსნა. 49-ე წუთზე ცოტნე ფაცაციამ შესანიშნავად ითამაშა – მარჯვენა ფლანგიდან მოედნის ცენტრში შეიწია და ბურთი ალექსანდერ იაკობსენს გადააწოდა, რომელმაც ბათუმელები წინ გაიყვანა.

53-ე წუთზე კოლხეთის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა – მთავარმა არბიტრმა უხეშობისთვის ფოთელების ერთ-ერთ ლიდერს, დათა სიჭინავას მეორე ყვითელი ბარათი აჩვენა და მოედანი დაატოვებინა. თუმცა, კაცნაკლულმა „კოლხეთმა“ ბოლომდე იბრძოლა და 67-ე წუთზე ერეკლე ჯიჯავაძის პენალტით წონასწორობა აღადგინა.

საბოლოოდ, კლასმა მაინც თავისი გაიტანა. მეორე გოლიც ცოტნე ფაცაციამ შექმნა, რომლის გადაცემითაც 86-ე წუთზე მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა ჯოვინო ფლამარიონმა ზუსტად დაარტყა, ხოლო 90+2-ე წუთზე ბრაზილიელმა დუბლი შეასრულა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ბოლო წუთზე ბათუმელების მცველი გრიგოლ ჩაბრაძეც გააძევეს, მაგრამ ამით აღარაფერი შეცვლილა.

1998 წლის შემდეგ ბათუმის დინამო საქართველოს თასის ფინალში პირველად გავიდა და დაარსებიდან 100 წლის თავზე რეალური შანსი გაუჩნდა, რომ არსებობის ისტორიაში პირველად დუბლი (ჩემპიონობას პლუს თასი) შეასრულოს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი