"სახიფათო გარემო შეიქმნა" - ფორმულა 1-ის ტრასაზე გულშემატკივრები შეჭრას ცდილობენ » სპორტის ხაზი

"სახიფათო გარემო შეიქმნა" - ფორმულა 1-ის ტრასაზე გულშემატკივრები შეჭრას ცდილობენ

"სახიფათო გარემო შეიქმნა" - ფორმულა 1-ის ტრასაზე გულშემატკივრები შეჭრას ცდილობენ
6-11-2023, 21:12
Aa Aa
გაზიარება:

ფორმულა 1-ის სტიუარდებმა მკაცრად გააკრიტიკეს ბრაზილიის გრან პრის ორგანიზატორები. კრიტიკა გულშემატკივრების ტრასაზე უნებართვოდ შესვლას მოჰყვა, რამდენიმე ადამიანი ტერიტორიაზე იმ დროს ცდილობდა შეღწევას, როცა ბოლიდებს ჯერ კიდევ არ ჰქონდათ გადაკვეთილი ფინიშის ხაზი.

Metrópoles-ის მიერ ინტერნეტში გაზიარებული კადრები გვიჩვენებს, რომ რამდენიმე აჟიტირებული გულშემატკივარი დაცვის თანამშრომლებს არ ემორჩილება და ღობეებზე ძვრება.

სტიუარდებმა დაადგინეს, რომ "მაყურებელთა დიდმა ჯგუფმა მოახერხა უსაფრთხოების ზომების უგულებელყოფა, რომლებიც არ იყო აღსრულებული და/ან იყო არასაკმარისი, შემთხვევამ შექმნა სახიფათო გარემო მაყურებლისთვის და მძღოლებისთვის."

რბოლის ორგანიზატორებმა აღიარეს წარუმატებლობა პროტოკოლისა და უსაფრთხოების ზომების თვალსაზრისით, SPF1 დაეთანხმა FIA-ს სპორტულ დელეგატს და რბოლის დირექტორის მოხსენებას, რომ მსგავსი შემთხვევა მართლაც მოხდა და მსგავს გარემოებას, შესაძლოა, დამღუპველი შედეგები მოჰყოლოდა.

სტიუარდებმა ორგანიზატორებისგან იანვრის ბოლომდე მოითხოვეს გეგმა, რომელმაც მომავალში მსგავსი სიტუაციები უნდა აღმოფხვრას. თავად ორგანიზატორებმა კი პირობა დადეს, რომ ისინი ჩაატარებენ საფუძვლიან გამოძიებას და მიიღებენ შესაბამის ზომებს ყველა დამნაშავის წინააღმდეგ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.