საქართველოს ფრენბურთის ეროვნული ფედერაციის გამგეობის 2025 წლის 8 აპრილის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, ფედერაციის პრეზიდენტის საარჩევნო საერთო კრება/ყრილობა ჩატარდება 21 მაისს, 12 საათზე.
ყრილობის დღის წესრიგი:
1. ა(ა)იპ საქართველოს ფრენბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტის/გამგეობის თავმჯდომარის გაწეული საქმიანობის ანგარიშის მოსმენა;
2. პრეზიდენტობის კანდიდატების სიტყვით გამოსვლა, სამოქმედო გეგმის წარმოდგენა;
3. ა(ა)იპ საქართველოს ფრენბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტის არჩევა;
4. ა(ა)იპ საქართველოს ფრენბურთის ეროვნული ფედერაციის გამგეობის შემადგენლობის ფორმირება და არჩევა;
5. ა(ა)იპ საქართველოს ფრენბურთის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტების და ფედერაციის გენერალური მდივნის არჩევა.
ფედერაციის პრეზიდენტობის მსურველმა კანდიდატებმა, წესდებით განსაზღვრული ნორმების შესაბამისად, საჭირო დოკუმენტაცია უნდა წარადგინონ 2025 წლის 21 აპრილამდე.