2025 წლის მსოფლიო თასის გათამაშებაზე, რომელიც იტალიის ქალაქ პიზაში ჩატარდა, ქართველმა პარასპორტსმენმა ირმა ხეცურიანმა ხმლით ფარიკაობაში ოქროს მედალი დაიმსახურა.
მან ნახევარფინალში პოლონელი სტარვინსკა 15:7 დაამარცხა, ხოლო ფინალურ დაპირისპირებაში იტალიელ ანდრია მოგოსს 15:9 აჯობა და ტურნირზე საუკეთესო შედეგი აჩვენა.