თბილისის „დინამოს“ წყალბურთელთა გუნდმა ევროთასის მერვედფინალის საპასუხო მატჩში იტალიის „პრო რეკოს“ თბილისში უმასპინძლა და 5:17 დამარცხდა.
ამავე ანგარიშით დამარცხდა ქართული კლუბი იტალიაში გამართულ შეხვედრაშიც.
ქართული კლუბისთვის ეს ზედიზედ მეოცე მარცხია ევროტურნირებზე. ბოლოს "დინამოელებმა" ორი წლის წინ იმარჯვეს.
ჩვენებურ გუნდში ორი ბურთი ლუკა ჩიქოვანმა გაიტანა, სანდრო ადეიშვილმა, ველკო ტანკოსიჩისმა და სტეფან პიეშივაციმ კი თითო-თითო.
ამ შეხვედრით "დინამო თბილისისთვის" ევროტურნირებზე გამოსვლა მიმდინარე სეზონში დასრულებულია.