მსოფლიო ჩემპიონატის წინ საქართველოს ნაკრები რეიტინგში ხუთი ადგილით დაწინაურდა » სპორტის ხაზი

მსოფლიო ჩემპიონატის წინ საქართველოს ნაკრები რეიტინგში ხუთი ადგილით დაწინაურდა

მსოფლიო ჩემპიონატის წინ საქართველოს ნაკრები რეიტინგში ხუთი ადგილით დაწინაურდა
23-08-2023, 20:37
Aa Aa
გაზიარება:

მსოფლიო ჩემპიონატის წინ საერთაშორისო კალათბურთის მმართველმა ორგანიზაციამ, FIBA-მ ტურნირზე მონაწილე ნაკრებების არაოფიციალური რეიტინგი განაახლა. საქართველოს ნაკრები სიაში დაწინაურდა და გათამაშებას მე-18 ადგილზე ხვდება.

ილიას ზუროსის გუნდმა ჩემპიონატის წინ მოსამზადებელი ეტაპის ეგიდით ბოლო ოთხიდან სამი თამაში მოიგო. ჩვენმა გუნდმა იორდანია, მონტენეგრო და ირანი დაამარცხა, ხოლო ავსტრალიასთან მატჩი დათმო.

აღსანიშნავია, რომ განახლებულ რეიტინგში ყველაზე დიდი წინასვლა საქართველოს აქვს. ჯვაროსნებმა რეიტინგში ხუთი პოზიციით წინ გადაინაცვლეს.

"საქართველოს ნაკრებისთვის მოსამზადებელი ეტაპის პირველი კვირები იდეალური არ იყო. უკანასკნელ პერიოდში გუნდმა თამაში გააუმჯობესა. საქართველომ დაამარცხა იორდანია, მონტენეგრო და ირანი. ამ შეხვედრების მანძილზე ნაკრებს ქულებით სამმა სხვადასხვა მოთამაშემ ულიდერა – სანდრო მამუკელაშვილმა, გოგა ბითაძემ და გიოგი შერმადინმა.

მათ, შესაძლოა, ვერ დაამარცხონ აშშ, ესპანეთი და საფრანგეთი, თუმცა ვენესუელასა და კაბო ვერდეს ნაკრებებთან ფავორიტები იქნებიან. ორი გამარჯვება და საქართველო მომდევნო ეტაპზე გავა თავის სადებიუტო მსოფლიო ჩემპიონატზე.
"
– ვკითხულობთ FIBA-ს ოფიციალურ გვერდზე.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი