"ალბათ წასვლის დრო იყო... უკვე შიშები მქონდა" - ლაშა ტალახაძის გადაწყვეტილება სპორტულ კარიერაზე » სპორტის ხაზი

"ალბათ წასვლის დრო იყო... უკვე შიშები მქონდა" - ლაშა ტალახაძის გადაწყვეტილება სპორტულ კარიერაზე

"ალბათ წასვლის დრო იყო... უკვე შიშები მქონდა" - ლაშა ტალახაძის გადაწყვეტილება სპორტულ კარიერაზე
გუშინ, 23:18
Aa Aa
გაზიარება:

ქართველმა ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ ტელეკომპანია "რუსთავი 2-ს" ინტერვიუ მისცა, სადაც თავის მდგომარეობასა და სპორტულ კარიერაზე ისაუბრა.


"დიახ, ალბათ, წასვლის დრო იყო... ვარჯიშს არ ვწყვეტ, იმიტომ რომ ჯანმრთელობას არ უხდება. მსუბუქად გავაგრძელებ და ჯანსაღი ცხოვრების წესით, სპორტულად ვიცხოვრებ, მაგრამ აქტიურ სპორტში ამ ეტაპზე გაჩერებას აღარ ვაპირებ. მოკლედ რომ ვთქვა - შევეშვი, ოღონდ ჯერჯერობით. ახლა საქართველოს სხვა კუთხით ვჭირდები, შემდეგ ვნახოთ, რა იქნება.

ყველა დიდ ვარჯიშზე უკვე ტრავმას ვიღებდი. მაჯა, წელი, მუხლი. ყველაფერი ჩათრეული იყო. უკვე შიშები მქონდა და ეს ფიქრები ყველა ვარჯიშს თან ახლდა.

თან, ყველაფერთან ერთად, ჩემი კარიერა ისე გავატარე, რომ ვარჯიშზე, თუ არ ჩავთვლით პარიზისთვის მოსამზადებელ პერიოდს, მთელი 10-15 წლის განმავლობაში ალბათ, 10 ან 15 მისვლა მექნებოდა გაფუჭებული.

განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, მათ შორის პარიზშიც, როდესაც ვარჯიშზე შევდიოდი, ძალიან ბევრი გაფუჭება მქონდა."


- თქვა ტალახაძემ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი