მოგეხსენებათ, რომ 2024 წლის ძიუდოს ევროპის ჩემპიონატი 25 აპრილს დაიწყო და 27-ში რჩება.
დღეს ტატო გრიგალაშვილი ევროპის ჩემპიონი მესამედ გახდა, ლაშა შავდათუაშვილი კი ბრინჯაოს მედალს დასჯერდა.
ამ მომენტისთვის მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ქართველმა ძიუდოისტებმა 2 ოქროსა და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
ხვალინდელი, დასკვნითი დღე, 27 აპრილი ჩემპიონატზე ქართველი ძიუდოს ვარსკვლავების დღეა, რადგან 6 მათგანს ვიხილავთ.
90 კილოიანი წონის კატეგორიაში ლაშა ბექაური და გიორგი ჯაბნიაშვილი იბრძოლებენ. 100 კილოგრამამდე კატეგორიაში საქართველოს ღირსებას ამავე წონის კატეგორიის ჩემპიონი ილია სულმანიძე დაიცავს.
მძიმე წონით კატეგორიაში (+100კგ) გურამ თუშიშვილი და საბა ინანეიშვილი იასპარეზებენ საქართველოს ნაკრების სახელით. ხოლო +78 კგ კატეგორიაში მებრძოლი ქართველი სოფიო სომხიშვილია.